ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანრი ოხანაშვილს, როგორც ყოფილ იუსტიციის მინისტრს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ანრი ოხანაშვილს, როგორც ყოფილ იუსტიციის მინისტრს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ირაკლი კობახიძემ, რომლის მრჩევლადაც მუშაობს ოხანაშვილი მას შემდეგ, რაც ის სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძემ შეცვალა, განკარგულება მისთვის დაცვის დანიშნის შესახებ, 4 სექტემბერს გამოსცა.
განკარგულებაში წერია, რომ ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა “შესაბამისი წინაპირობიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე” დაენიშნა, საჭირო ვადად კი განსაზღვრულია 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდი. თუმცა, განკარგულებაში არ არის დაკონკრეტებული რა არის ამ გადაწყვეტილების მიღების “შესაბამისი წინაპირობა”.ამავე განკარგულებაში ოხანაშვილი, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი ისე იხსენიება და არ არის აღნიშნული მისი რამდენიმეთვიანი მუშაობა სუს-ის ხელმძღვანელად.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.