„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან

„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან
„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) განცხადებას ეხებოდა.
პრემიერის თქმით, „ალდეს“ აქვს ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ“ ტელევიზიის მხრიდან.
„ეს არის მარტივი, კოორდინირებული სქემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. მარტივი სიყალბე გაავრცელეს. „ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამაზე უნდა წუხდეს „ალდე“ და ამ დროს, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ“ ტელევიზიის მხრიდან. ასე გაირკვა, რომ „ფეიკ“ ტელევიზიამ გაავრცელა კონკრეტული ყალბი ინფორმაცია. „ალდე“ დღეს უნდა წუხდეს სწორედ ამაზე, რომ მისი წევრი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ამაზე უნდა წუხდეს, თუმცა „ალდე“ ცდილობს, სიყალბეზე დაყრდნობით გადაიტანოს აქცენტები, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც კონკრეტულად ამ ევროპულ პარტიაშია შექმნილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი