ირაკლი კობახიძე ძალოვან უწყებებს “იუველირული მუშაობისთვის” მადლობას უხდის

ირაკლი კობახიძის მადლობა ძალოვან უწყებებს – ქვეყნის პრემიერმა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ შსს-მ, სუს-მა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურმა “იუველირული მუშაობა” და პრევენციულადაც, საფრთხეების აღსაკვეთად იმუშავეს.

პარლამენტში მისული მთავრობის მეთაური დღეს ბოლო დროს მიღებული კანონებით იწონებდა თავს – კობახიძე ამტკიცებდა, რომ სწორედ “გამჭვირვალობის შესახებ კანონმა” და “გრანტების კანონმა” მისცათ ვითარების დამშვიდების საშუალება.

4 ოქტომბერს უცხოურმა აგენტურამ დაამთხვია ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შსს-ს, სუს-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მინდა მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს. ძალიან მძიმე პროცესები იყო და ძალიან სერიოზულად იმუშავეს, პრევენციულადაც, საფრთხეების აღსაკვეთად და უშუალოდ, 4 ოქტომბრის დღეს, პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში და განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონზე. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომელმაც მოგვცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება”, – განაცხადა კობახიძემ.  

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე