ძალიან გავლენიან, მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, “დიფ სთეითისა” და მათი აქაური აგენტურის მთელი ძალისხმევა მომართულია მის საწინააღმდეგოდ

“ირაკლი ძალიან გავლენიან, ძალიან მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. მთელი ძალისხმევა დიფ სთეითისა და მათი აქაური აგენტურისა მომართულია მის საწინააღმდეგოდ. ყველა წარმოუდგენელი ცრუ ამბის გავრცელებას კადრულობენ კობახიძის წინააღმდეგ,” – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში.
შარმანაშვილი ეხმიანება ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, მათ უკან იდგა.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, ძნელი არ არის მიხვდე, რომ ძალიან ძლიერი ლიდერია, რომელიც გასაქანს არ აძლევს ოპონენტების უკანონობას და მის მოშორებას ამიტომაც ცდილობენ აქაური რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები.
“სიმართლე რა არის იცით? სიმართლე ის არის, რომ ირაკლი ძალიან გავლენიან, ძალიან მძიმეწონოსან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. დავასაბუთო? ახლავე. მთელი ძალისხმევა დიფ სთეითისა და მათი აქაური აგენტურისა მომართულია მის საწინააღმდეგოდ. ყველა წარმოუდგენელი ცრუ ამბის გავრცელებას კადრულობენ კობახიძის წინააღმდეგ. არადა, აქაური აგენტურის მთავარი ამოცანა ხელისუფლების რევოლუციური გზით, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით მოშორება არ არის? არც მალავენ. მაშინ სად არის ლოგიკა, როცა გადადგომისკენ მოუწოდებენ სუსტი პოზიციების გამო? შენ რა, გინდა, მთავრობის სუსტი ხელმძღვანელი გადადგეს და უფრო ძლიერი მოვიდეს რევოლუციისთვის დასაპირისპირებლად? ხომ სისულელეა? ძნელი არ არის მიხვდე, რომ ძალიან ძლიერი ლიდერია მთავრობისა და გასაქანს არ აძლევს მათ უკანონობებს. მის მოშორებას ამიტომაც ლამობენ აქაური რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები. ბებო როგორ გყავთ?” – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას