ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია – ეს არის მათი სახე

შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია – ეს არის მათი სახე, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.
კირცხალია გამოეხმაურა ბოლო დღეებში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ მოვლენებს.
„მივიდნენ კრემატორიუმთან, რომელიც წლებია მუშაობს. ძალიან მოკლე ფეხები აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორი მომართულები არიან, მოტივირებულები. ერთი კადრი აიღეს და გადაუღეს კრემატორიუმს, შემდეგ მძინარე ძაღლს, შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია – ეს არის მათი სახე“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე