ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - შესაბამისმა ძალებმა ჯერ კეზერაშვილს მოაპარინეს ჩვენი ჯარის, ბიზნესის ფული და ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ახლა კი ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაში

ირაკლი კობახიძე - შესაბამისმა ძალებმა ჯერ კეზერაშვილს მოაპარინეს ჩვენი ჯარის, ბიზნესის ფული და ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ახლა კი ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაში

შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ.
„შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის. თავად დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ, სასამართლო ხელისუფლებამ, მაგრამ ზოგადად ხელწერა არის აბსოლუტურად ნათელი და გამოკვეთილი. ასეთი ხელწერით მოქმედებენ ისინი სხვა შემთხვევებშიც. თქვენ იცით, რომ იგივე კეზერაშვილის შემთხვევა, როდესაც მას მოაპარინეს ჯერ ფული ჩვენი ჯარის ხარჯზე, ბიზნესის ხარჯზე, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, შემდეგ უკვე ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.