ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება

ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლება არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი.

„2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესისთვის დაგვებრუნებინა თავისუფლება. როცა ნიკა გილაური იყო პრემიერ-მინისტრი სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მაშინ წარიმართებოდა სწორედ ბიზნესის სისტემური რეკეტი, რისი მსხვერპლიც გახდა უამრავი ადამიანი. ათასობით ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეეწირა ბიზნესის რეკეტს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ნიკა გილაური, როგორც მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი. ასეთ დროს მათი მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი მოვლენა. ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.