ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის გენერალურ მდივნის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის არსებულ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ამ კავშირების შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
გამოითქვა იმედი, რომ შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია.
შეხვედრას, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ