ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს დუმა გიდეონ ბოკოს შეხვდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს.
ირაკლი კობახიძემ ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ბოცვანის რესპუბლიკისთვის წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო