არქივი28 მაისი, 2025, 14:37
ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსეთის დროშის შეურაცხყოფა დაგმო – გავრილოვი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ – განუცხადა რუს ჟურნალისტებს დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა.
„მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ სცენაზე დროშასთან დაკავშირებით ჩადენილი კადნიერი საქციელი გამბედაობის აქტი კი არა, ბანალური თავხედობაა. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც ინციდენტი დაგმო“, – თქვა გავრილოვმა. (მთავარი არხი)
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.