გავრილოვი: სწორად მოიქცა კობახიძე, როცა რუსული დროშის შეურაცხყოფა დაგმო

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორად დაგმო რუსული დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მხრიდან, რადგან ეს ქმედება წარმოადგენს ბანალურ უზრდელობას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. ინფორმაციას რუსული სააგენტო “ტას”-ი ავრცელებს.
„მომღერალ ერეკლე გეწაძეს სცენაზე დროშასთან დაკავშირებული მოქმედება არ ჰგავს სიმამაცეს — ეს არის ბანალური უზრდელობა, შეფუთული ეპატაჟის კაშკაშა შეფუთვაში. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, რომ დაგმო ეს ინციდენტი,“ — განაცხადა გავრილოვმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთსა და საქართველოს „შუა საუკუნეებთან“ დაკავშირებული საერთო ისტორია, ნათესავები, ენა და ტრადიციები აერთიანებთ და მომღერლის საქციელს „არავითარი კავშირი არ აქვს ჭეშმარიტ ქართულ ღირებულებებთან.“
„ქართული კულტურა არ არის ეს. ეს არის სუფრა, სადაც ადგილი აქვს როგორც ძველ მეგობარს, ისე იმას, ვისთანაც ოდესღაც კონფლიქტი გქონდა. ეს არის სადღეგრძელო, სადაც ჯერ უსმენენ და მერე ლაპარაკობენ. ეს არის პატივისცემა, რომელსაც ვერავითარი შოუ ვერ შეცვლის”.
გავრილოვმა ასევე თქვა, რომ მსგავსი „უნიჭო თვითპიარი“ უნდა განვასხვავოთ რეალური პოლიტიკური უთანხმოებისგან.
იქამდე რუსულ დროშასთან დაკავშირებულ ამბავს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ ამ სიტუაციას”. მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ბასტრიკინმა დაავალა რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…