ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის თავისუფლების მოედანზე დაუპატიჟებლად მისვლა იყო მორიგი პროვოკაცია

ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას პროტოკოლური თანმიმდევრობა, აქ სასპეკულაციო არაფერია , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ მედიასთან განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩნსკის თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლას ეხამურება, რომლის დროსაც ელჩი საქართველოს პრეზიდენტს მიესალმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.
„რაც შეეხება ელჩის მისალმებას, ეს არის პროტოკოლური ასპექტი. ბუნებრივია, ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას ის პროტოკოლური თანმიმდევრობა, ფორმალური რანგირება, რომელიც ზოგადად მოქმედებს. აქედან გამომდინარე აქ სასპეკულაციო არაფერია. გასაგებია რატომაც დაიწყო ევროკავშირის ელჩმა მისალმება სწორედ ასეთი ფორმით.
რაც შეეხება იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ, მერე მოუწია დროზე ადრე იმ ტერიტორიის დატოვება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ირაკლი მ.
კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც თავისუფლების მოედანზე მივიდა, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან პროვოკაცია იყო.
„მორიგი პროვოკაცია. ის მუდმივად გეგმავს პროვოკაციებს, თუმცა საბოლოო ჯამში მას ყველა პროვოკაცია ჩაუვარდა. ის პროვოკაციაც ჩაუვარდა, რასაც ერქვა თავისუფლების მოედანზე დაუპატიჟებლად მისვლა. იყო მორიგი პროვოკაცია, თუმცა ყოველგვარი წარმატების გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ