ირაკლი კობახიძე – ოპოზიციისგან ცარიელ სპეკულაციებს ვისმენთ ჩინეთის თემასთან დაკავშირებით, რასაც სინამდვილეში არავითარი საფუძველი არ აქვს

ცარიელ სპეკულაციებს ვისმენთ ჩვენ ჩინეთის თემასთან დაკავშირებით, რასაც სინამდვილეში არავითარი საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია ჩინეთის თემით სპეკულირებს.
„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებული აქვს ევროკავშირის არაერთ წევრ სახელმწიფოსაც. დღეს იმართება უმაღლესი დონის ვიზიტი -ის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის. ასეთ ვითარებაში აშკარაა, რომ ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებს ჩინეთის თემით. ჩვენ პარლამენტში გვაქვს მიღებული ორი საპარლამენტო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ აზიის რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. აქ არის ძალიან დიდი რესურსი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაბამისად, ცარიელ სპეკულაციებს ვისმენთ ჩვენ ჩინეთის თემასთან დაკავშირებით, რასაც სინამდვილეში არავითარი საფუძველი არ აქვს. ყველა ქვეყანა თანამშრომლობს ჩინეთთან, აქვს სხვადასხვა კუთხით პარტნიორობა, მათ შორის სტრატეგიულიც, ასეთ დროს ოპოზიცია მაინც ახერხებს სპეკულირებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდებიან. ც იგივე იყო. პირდაპირ გამოვიდა და პრაქტიკულად, შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტის მიმართ. მერე უკან დახევა მოუწია. აქედანაც ჩანს, რომ მის სიტყვებს არავითარი ფასი არ აქვს“, -განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან საქართველო-ჩინეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადება შეაფასა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ჩინეთი ოფიციალურად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად გავაფართოოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არეალი, ურთიერთობების დივერსიფიკაცია არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მათ შორის იმისთვის, რომ არცერთ კონკრეტულ ქვეყანაზე არ იყოს საქართველო თვისობრივად დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, დასავლური სახელმწიფოები 30 წელია გარკვეულ პასიურობას იჩენენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
„სასურველი იქნებოდა, დასავლეთის მხრიდან მეტი აქტიურობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოვდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.
დიპლომატის თქმით, ეს ცოტა არასასურველი ვითარებაა.
„გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ – ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს… სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

ასევე დაგაინტერესებთ