ირაკლი კობახიძე – ოპოზიციასაც შეეძლო მოეტანა ევროკავშირის დროშები, მაგრამ არ გააკეთეს, რადგან ცხვირ-პირი ჩამოსტიროდათ – ვურჩევ, არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება სხვა საქმეში გაუმართლოთ

ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა იგივე და შეეძლოთ მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს. რატომ? – იმიტომ, რომ მათ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი დღეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე იყო განთავსებული.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის და ფრაქციის ეკუთვნის, მსგავსი ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა.
„ეს გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა ფრაქციამ და საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს ჩვენი პოლიტიკური აქტი იყო. ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა იგივე, შეეძლოთ მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს. რატომ? – იმიტომ, რომ მათ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი დღეს. ზოგადად მე ვურჩევ ოპოზიციას, რომ არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება სხვა საქმეში გაუმართლოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე განათავსეს.
სამადაშვილი აღნიშნულის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ წერს და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: 10-ლარიანი ხორცის, ვითომ დაკლებული ფასების, ამერიკასთან „გადატვირთული პოლიტიკისა“ და „იგლ ჰილსის მიერ ინვესტირებული მილიარდების“ ტყუილების გაგრძელებაა ამ შეკითხვის პასუხი (ვიდეო)

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე – არაფერი მოგვიტყუებია, რას მიჯერებ მე, კაცო? შენი ტვინი ხომ გაგაჩნია?! ჩემზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? – სარჩელს შევიტანთ და სასამართლოს ვთხოვთ, განხილვა იანვარს არ გადასცდეს