„საინტერესო ის არის, რომ ამ სისულელისა თავადაც არ სჯერათ, რადგან სხვაზე უკეთ იციან, ივანიშვილი მედგრად რისთვისაც იბრძოდა“ – გია ხუხაშვილი

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, .
– პირველ რიგში, ყველა ვულოცავ, რომ ქვეყანამ ევროკანდიდატის სტატუსი მიიღო, დიდი ჯახირით, მაგრამ მაინც მიიღო. განსაკუთრებით იმათ ვულოცავ, ვისაც არ უნდოდა ამ სტატუსის მიღება. თუ რატომ, აგიხსნით. პირველ რიგში, სწორედ ისინი ისარგებლებენ იმ სიკეთეეებით, რასაც ეს სტატუსი მოუტანს ქვეყანას. საერთოდ ასე ხდება – ცვლილებები მოაქვთ კარგ, მებრძოლ ადამიანებს და მერე ამ ცვლილებებს რაც კარგი მოჰყვება, იმით მედროვეები და კონფორმისტები სარგებლობენ. ეს არის ცხოვრების მანკიერი კანონი და ცხადია, ის ჩვენთანაც მოქმედებს. ის ხალხიც, ვინც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშას წვავდა, სახელისუფლებო თარგზეა მოჭრილი და რაც და როდესაც ხელისუფლებას აწყობს, იმას აკეთებს. ეს ხალხი არ არის პრობლემა, ასეთები ყველა ხელისუფლებას ჰყავს. მთავარია, რომ ჩვენს წინაშე ევროკავშირის კარები არ დაიხურა და ამ მიმართულებით წინსვლას ვაგრძელებთ. კი, ჩამოვრჩით პროცესებს, შეგვეძლო ადრე მიგვეღო სტატუსი და ახლა უკვე სთან და მოლდოვასთან ერთად, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება დაგვეწყო. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩამოვრჩენილიყავით ამ გზაზე, ამას მიაღწია, მაგრამ სტატუსის მიღება ვერ ჩაშალა. უკრაინის დამსახურებაა, რომ ეს პერპექტივა შარშან გაჩნდა ჩვენთვის, თორემ 2024 წლამდე ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას ჩვენი ხელისუფლება რომ არ აპირებდა, ეს თავადაც განაცხადეს. ყველას მადლობა, ვინც რაიმე გააკეთა ამ გზაზე.
– პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიოულოცა ხალხს ევროკანდიდატის სტატუსის მიღება და ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ოპოზიცისაა და მათ მომხრეებზე ცუდი არაფერი უთქვამს. ეს დაპირისპირების, პოლარიზაციის შემცირებად უნდა გავიგოთ, რაც ევროკავშირის ერთ–ერთი მოთხოვნაც არის?
– არა, არანაირი დეპოლარიზაციისკენ ესენი არ მიდიან. 15 დეკემბერს, არ ეზეიმებოდათ, მაგრამ რუსთაველზე მაინც იზეიმეს ევროკანდიდატის სტატუსი და რადგან მაინც ზეიმი ერქვა, პრემიერი ჩვეულ რიტორიკას მოერიდა. რა ვიცი, ზეიმის დროს არსად არავის ლანძღავენ და აკრიტიკებენ და სირცხვილიც იქნებოდა, ეს რომ ექნათ. თუმცა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სახელმწიფოს მეთაურს სიტყვით გამოსვლის არ მისცეს, პარლამენტში, დეპუტატების მაგიდებთან ევროკავშირის დროშები ჩაარჭვეს და ოპოზიციონერი დეპუტატების მაგიდებთან არ ჩაარჭვეს. ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს, ძალიან პატარა ადამიანებად გამოჩნდნენ და არიან კიდეც. რომელ დეპოლარიზაციაზეა აქ საუბარი? ისევ შუღლზე, აგრესიაზე აგებული მათი პოლიტიკა, ეს მათ ქმედებებში ჩანს და პრემიერი რას იტყვის თავის სიტყვაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ს სიტყვას დიდი ხანია ფასი არ აქვს.
–პირველად თქვენ თქვით, რომ ს სურვილი და ერთგვარი პოლიტიკაა, თუ რაიმე სიკეთეს მიიღებს ქართველი ხალხი, მხოლოდ მისი ხელიდან უნდა მიიღოს, ეს ხალხმა უნდა იცოდეს და მადლობა უნდა გადაუხადოსო. ევროკანდიდატის სტატუსის მიღების ისე წარმოჩენა, თითქოს ეს ხელისუფლების დამსახურებაა, თქვენს ამ მოსაზრებას ამყარებს. „ქოცები“ ხალხს არწმუნენებ, ბიძინა ივანიშვილი რომ არა, სტატუსს არ მოგვემდნენო.
– რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია რეალური ფასეულობათა არჩევანი. აქვთ ასეთი პრინციპი – ჩვენს შემდეგ ქვა ქვაზეც არ დარჩენილა, ჩვენი თუ არ იქნება ეს ქვეყანა, ჩვენ თუ არ ვმართეთ, ჩვენთვის თუ არ იქნა, წყალსაც წაუღიაო. მათ ამ ქვეყანაში უყვართ საკუთარი თავი და არა ქვეყანა საკუთარ თავში. ეს ის ხალხი არ არის, რომლებიც ქვეყნისთვის თავს გასწირავენ, ქვეყანას რომ გასწირავენ საკუთარი ინტერესებისთვის, ეს ის ხალხია. არაერთხელ დაუყენებიათ საკუთარი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა და ასეთი იმდენი ფაქტი ვიცით, მათ ჩამოთვლას დღეს ვერ მოვრჩებით. თუ რამ კარგი მოხდება ქვეყანაში, მათ არასდროს გაუხარდებათ, მაგრამ ყველანაირად ეცდებიან, რომ ეს კარგი თავად მიიწერონ. თუ რამ ცუდი მოხდა და აპრიორი რომ იყვნენ ამაში დამნაშავენი, ის სხვას უნდა დააბრალონ. რასაკვირველია, ამჯერადაც ასე იქცევიან – საქართველომ მიიღო ევროკანდიდატის სტატუსი და ის ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა ქვეყანას. საინტერესო ის არის, რომ ამ სისულელისა თავადაც არ სჯერათ, რადგან სხვაზე უკეთ იციან, რომ ივანიშვილი მედგრად იბრძოდა, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო.
– ევროკანდიდატის სტატუსის მიღების მერე, რა სასიკეთო ცვლილებები შეიძლება მოხდეს ქვეყანაში ახლო მომავალში თუ მაინც და მაინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მცდელობა იქნება პირველი სასიკეთო ნაბიჯი?
– მთავარია, ევროპისკენ გზა არ ჩაიკეტა, სვლას ვაგრძელებთ და პერსპექტივა გვაქვს. ეს გზა არის ძალიან გრძელი. კანდიდატობის სტატუსი წევრობას არ ნიშნავს. ამ გზაზე ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და აქ უკვე დიდი კითხვის ნიშანია – ხელისუფლება გააკეთებს თუ არ იმას, რაც ევროკავშირის კანდიდატობიდან მის წევრად გაგვხდის. ჩვენ ვიცით ქვეყნები, რომლებიც ორი ათეული წელია კანდიდატები არიან და დღემდე ვერ გახდნენ წევრები. ამ დღეში არ უნდა აღმოვჩნდეთ. აქედან გამომდინარე, დღეს იმის გამოცხდება, რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ, არასწორია, ასე არ არის. ეს არის დიდი და რთული გზის დასაწყისი და არა ფინიში. ამ გზაზე, რაც პირველ რიგში, ერთ წელიწადში გვაქვს შესასრულებელი, ეს არის ის 9 პირობა, რომლებიც ევრომოკომისიის 12 პირობიდან შეუსრულებელია. ამას რამდენიმე ახალი პირობაც დაემატა. მე არ მგონია, ხელისუფლება რომელიმე პირობის შესრულებას რეალურად აპირებდეს. ეს არის არჩევნების კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ასე მოხდება. პირიქით, ველოდები, რომ ხელისუფლება ბოროტად გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ამის სიმპტომები უკვე ჩანს. ასევე, უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკის სინქრონიზაცია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამ მიმართულებით ხელისუფლება რაიმეს გამკეთებელია? ყველაფერი გააკეთეს ამის საწინააღდეგოდ და ახლა, რა, შეიცვლებიან? თუ შეიცვალნენ, მოახდინეს ამ პოლიტიკის სინქრონიზაცია, შეურთდნენ ს მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ საანქციებს და სხვა პუნქტების შესრულებაც დაიწყეს, მაგას რა სჯობს. ამ ხელისუფლების შეცვლა თვითმიზანი კი არ არის? თუ ერთ დღეში შეიცვლებიან და დაიწყებენ ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას, მეც ეგ მინდა. თუმცა, სკეპტიკური გამოცდილება მაქვს, სამწუხაროდ და ნამდვილად არ ველოდები, რომ ხელისუფლება დაუწყებს დათქმული პირობების შესრულებას.
– გაჩნდა ვერსია , რომ ევროსტატუსის მიღების მერე, „ქართული ოცნება“ ეცდება ახალი, ევროკავშირის მომხრე საზოგადოებისთვის მისაღები, პროევროპელი პერსონები ჩასვას საპარლამენტო სიაში, ხოლო ძველებს, ვინც ხალხს მობეზრდა, ყელში ამოუვიდა, პენსიაზე გაუშვებს. ეს კი იმიტომ შეიძლება გააკეთონ, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგება?!
–არ ვიცი, ძნელი სათქმელია. ასეთი ილუზიები, სიმართლე გითხრათ, არ მაწუხებს, რადგან ამ ხელისუფლებისთვის მთავარია, ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ხალხი ასე ადვილად გასაშვები არ არის. ისიც სათქმელია, ვინ იქნებიან ეს ახალი სახეები. გულწრფელი, პატრიოტულად განწყობილი, მომავალზე ორიენტირებული ადამიანები „ქართულ ოცნებაში“ აღარ მიდიან. ასეთი ადამიანები არც „ქართულ ოცნებას“ უყვარს და არც სჭირდება. ბიძინა ივანიშვილს სარეზერვო სკამი არ აქვს და ვინ უნდა მოიყვანოს ახლა? მას ხომ პირად ნდობაზე აქვს აგებული მთელი ხელისუფლება და მის გარეთ ერთი–ორი კინკილა ადამიანი შეიძლება დარჩა და თუ ისინი მოიყვანა, ვერაფერს შეცვლიან ვერც ივანიშვილისთვის და ვერც ქვეყნისთვის.