არქივი5 მარტი, 2024, 08:26
ირაკლი კობახიძე - მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება - გუშინ არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ჩატარდა გუშინ მთავრობის სხდომა.
„მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება. არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერჯერობით არავისთვის შეუთავაზებია.
მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.