ლერი ბარნაბიშვილი ერთ-ერთ სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება - ირაკლი კობახიძე
გათავისუფლდა თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი დაკავებული თანამდებობიდან - ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი ერთ-ერთ სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება და უახლოეს მომავალში ამის შესახებ განცხადებას შესაბამისი მინისტრი გააკეთებს.
სხვა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება კვირის ბოლომდე იგეგმება. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას ირაკლი კობახიძის განცხადებით ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და კონკრეტული შეთავაზება ჯერ არავისთვის გაუკეთებიათ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.