ირაკლი კობახიძე – მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი და არ ეკუთვნის საავადმყოფოში ყოფნა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია აქვთ შექმნილი, რის გამოც, მათი „ალიანსი პიარული ტრიუკებით ვერ გადაიფარება“.
მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია, თუ ისინი ფიქრობენ, რომ პიარული კუთხით ერთმანეთს გაემიჯნებიან, ეს წაადგება ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს.
„ფიქრობენ, რომ თუ ერთმანეთს გაემიჯნებიან პიარული კუთხით, ეს წაადგება ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს. რაც ღიმილის მომგვრელია, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ ორ პარტიას შექმნილი აქვს კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში. ამას ხომ საზოგადოება ხედავს, რომელი პიარული ტრიუკებით უნდა გადაფარო ეს? მათ აქვთ შექმნილი კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში. პირდაპირ ალიანსი აქვთ შექმნილი ოფიციალურად 4 მუნიციპალიტეტში, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, პიარული ტრიუკებით მათი ალიანსი ვერ გადაიფარება“, – აღნიშნა მ.
ასევე, კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა ს ინიციატივას „სუპერ პაკის“ შექმნის შესახებ და აღნიშნა, რომ ადრე არსებობდა „ნათელაშვილის ფანჩატური, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის „სუპერ პაკი“ იყო, თუ მოხდება ამ ფანჩატურის აღდგენა, ეს იქნება მათი ახალი „სუპერ პაკი“.
„სააკაშვილი დრო და დრო ცდილობს გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს, რომ ეს გაითამაშოს. ნუ არასერიოზულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი.
რაც შეეხება „სუპერ პაკს“, არ ვიცი, მათი პარტია – „ნაცმოძრაობა“ არის ჩამოსული 20%-ს ქვემოთ, სადღაც 15%-ზე არიან უკვე ჩამოსული, ეს არის მათი „სუპერ პაკი“ – ხაბეს, კეზერას, სააკაშვილის „სუპერ პაკი“.
თქვენ გახსოვთ, თავის დროზე არსებობდა ასეთი ნათელაშვილის ფანჩატური, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის „სუპერ პაკი“ იყო, თუ მოხდება ამ ფანჩატურის აღდგენა, ეს იქნება მათი ახალი „სუპერ პაკი“. მეტი რა უნდა ვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით არ ვიცი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არასერიოზულია“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, პარტია „საქართველოს“ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
„მე ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი იმიტომ, რომ მას არ ეკუთვნის, ობიექტურად, მე ასე მგონია, საავადმყოფოში ყოფნა. გამომდინარე იქიდან, მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს. ეს არის ჩემი შეფასება. ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები იღებენ ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ მაქვს იმის კომპეტენცია, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება