გვაქვს ძალიან კარგი ტემპი ყველა მიმართულებით და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერს და მთლიანად სამთავრობო გუნდს – ირაკლი

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თითოეული საკითხი, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა, არგუმენტებითა და ციფრებით იყო გამყარებული.
მისივე თქმით, ეს არ არის ქვეყნისთვის საკმარისი და მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ მეტია გასაკეთებელი, თუმცა, მისი თქმით, მმართველ გუნდს “ძალიან კარგი ტემპი” აქვს აღებული.
“გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები როგორც ეკონომიკის მიმართულებით, ასევე ყველა დარგში. საუბარი იყო განათლებაზე, ჯანდაცვაზე, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკაზე, სადაც გვაქვს ფუნდამენტური მიღწევა კანდიდატის სტატუსის სახით. თითოეული მიღწევა, რაზეც იყო საუბარი პრემიერის ანგარიშში, გამყარებული იყო მტკიცებულებებით, ციფრებით და ამას უსმენდა ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტია გასაკეთებელი მომდევნო წლების განმავლობაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ფუნდამენტურ წინსვლას, მაგრამ გვაქვს ძალიან კარგი ტემპი აღებული ყველა მიმართულებით და ამისთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერს და მთლიანად სამთავრობო გუნდს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება