– კონკრეტული სუბიექტები ჩანაცვლებით თერაპიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად. აიკრძალა ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ და ასევე აიკრძალა ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ გვქონდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად და ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ ამის ერთგვარი დასტურია – პრაქტიკულად, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ბუნებრივია, ეს ნაბიჯებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზომას, რომელიც ხელს შეიწყობს საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების აღკვეთას“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა