ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტი იყო, საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, რაც ძალიან კარგია - გვაქვს მიზანი: სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან

ირაკლი კობახიძე - „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტი იყო, საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, რაც ძალიან კარგია - გვაქვს მიზანი: სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან

სინამდვილეში, "მეგობარი აქტი“ მტრული აქტი იყო ქართველი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადატვირთოს ურთიერთობები და განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან.
„საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი - სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი არის დამოკიდებული აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.