კითხვაზე: როდის ელოდებიან დონალდ ტრამპისგან ზარს – მე ვერ ვიმკითხავებ, ყავაში ვერ ჩავიხედავ – მოთმინებით ველოდებით, ნებისმიერ დროს მზად ვართ

მე ვერ ვიმკითხავებ, ყავაში ვერ ჩავიხედავ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ნებისმიერ დროს მზად ვართ, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ელოდება -ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან სატელეფონო ზარს, რათა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების საკითხზე ესაუბროს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო--ს შორის ურთიერთობების გადატვირთვა არის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი.
„ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ. პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, გაერო-ში ყოფნისას მან აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების დროა. რაზეც მისივე ინფორმაციით, დამპირდა, რომ ამ საკითხს დაუბრუნდება და დაუკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა