ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: არ ვიცი სად არის ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი კობახიძე: არ ვიცი სად არის ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის, სად არის ახლა ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შესახებ მან "პირველების" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მე არ ვიცი. არ ვიცი საქართველოში არის თუ არა, - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ხმაურიან დაკავებებზე საუბრისას თქვა, რომ „თუ იყო ზურგი, ამითაც დაინტერესდება საგამოძიებო უწყება“.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვაზე, მივა თუ არა საქმე გრიგოლ ლილუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვამდე. მან პასუხისმგებლობა მთლიანად საგამოძიებო სტრუქტურებზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ მთავრობას სისხლის სამართლის საქმეებზე საუბრის უფლება არ აქვს.

ცნობისთვის, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს.

ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

ასევე დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.