კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევაზე – უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა

უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევას შეეხებოდა.
მისივე შეფასებით, ესგადაწყვეტილება არასერიოზულია.
„უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. თუმცა აქ არასერიოზულობაც არაა მთავარი პრობლემა. მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს. ამას აკეთებდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ამას აკეთებდა პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოდან ორი საბაბით: ეს იყო მებრძოლი – მოხალისეების არ გაგზავნა და ეს იყო სანქციებთან არ მიერთება. ამ ყველაფრის ფონზე ეს არასერიოზულობა საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას