ირაკლი კობახიძე - ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროპაგანდისგან დავიცვათ მოსახლეობა
ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას. ეს არის ძალიან მარტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს ეხებოდა
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები.
„ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები, სხვადასხვა საზოგადოების მაგალითზე ამის თქმა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.