ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა მიუღებელია

ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, მმართველი გუნდი არ ელოდა განსხვავებულ მიდგომას ოპოზიციისგან, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ვინც მხარს არ უჭერს კანონპროექტს პროპაგანდის წინააღმდეგ, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას, რაც არასწორია.
„საზოგადოება ამას ხედავს და თავის დასკვნებს გამოიტანს, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიცია. ეს ყველაფერი გამოჩნდება, მათ შორის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.