ირაკლი კობახიძე – ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში – რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის

შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს – ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან „აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილებაა“ მიღებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დიპლომატიური პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით.
„როგორც მოგეხსნებათ, ეს შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. აქ რა თქმა უნდა, არანირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლებაა და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე