არქივი30 ივნისი, 2025, 14:38
,, ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. არანაირი პრობლემა აქ არ არის” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში ვიზით იმოგზაურა და არანაირი პრობლემა აქ არ არის:
„ეს შეზღუდვები ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებზე მოქმედებს, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. არანაირი პრობლემა აქ არ არის.
ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება და მათი უფლებაა. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.