ირაკლი კობახიძე: …ეს არის „ნაცური“ თავხედობა და ამ „ნაცურ“ თავხედობას არჩევნების შემდეგ, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი

კორუმპირებული, ყაჩაღი, მძარცველი კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით სიუჟეტს აკეთებს. ეს არის ჩვეულებრივი „ნაცური“ თავხედობა და ამ „ნაცურ“ თავხედობებს არჩევნების შემდეგ, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რას ნიშნავს, რომ „ფორმულა“ დენდროპარკს და ბაობაბებს ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს“.
„ეს არის ტიპური „ნაცური“ თავხედობა. თქვენ იცით, რომ ეს არის კეზერაშვილის ტელევიზია, რომელმაც სახელი გაითქვა კორუფციით, ყაჩაღობთ, ბიზნესის რეკეტით, პენსიონერების ძარცვით და ასეთი ადამიანის ტელევიზია ახლა საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო პროექტზე. ერთ მხარეს არის კეზერაშვილი, „ნაცი“, რომელმაც მილიონები მოჰპარა ქართველ ხალხს, გაძარცვა, დააყაჩაღა და მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მარტო ქველმოქმედებაზე აქვს დახარჯული 3 მლრდ ლარი. ეს კაცი, კორუმპირებული კეზერაშვილი, ყაჩაღი, მძარცველი, ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს სიუჟეტს მის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი „ნაცური“ თავხედობა. ამ „ნაცურ“ თავხედობებს არჩევნების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი,“ – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ამ განცხადებაში იგულისხმება თუ არა მედიის დასჯა, კობახიძე პასუხობს: „არა, „ნაცურ“ თავხედობაზე მაქვს საუბარი“.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მედია მხოლოდ ინსტრუმენტია და „ნაცურ“ თავხედობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით