არჩევნების შემდეგ, ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი – ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ მედიაში გასულ სიუჟეტზე

ირაკლი კობახიძე დღეს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტს ეხებოდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეფასებით, ძებნაში მყოფი და კორუფციაში ბრალდებული დავით კეზერაშვილი, საკუთარ ტელევიზიას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რეპორტაჟებს უკვეთავს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ტრადიციული ხელწერაა.
“ერთ მხარეს არის კეზერაშვილი, ნაცი, რომელმაც მილიონები მოპარა ქართველ ხალხს, წაართვა, დააყაჩაღა და მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მარტო ქველმოქმედებაზე აქვს დახარჯული 3 მილიარდი დოლარი. ეს კორუმპირებული კეზერაშვილი, ყაჩაღი, მძარცველი ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს სიუჟეტს, მის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ნაცური თავხედობა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ლოიალურად ვუყურებდით ამ ნაცურ თავხედობებს, მაგრამ მე მგონი, არჩევნების შემდეგ, ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე