ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები - ჩემთვის საინტერესო არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ დააბრუნოს საპყრობილეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:
„არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო არ არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები საჭიროებებიდან გამომდინარე. ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ”, - დასძინა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.