დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები
დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი, ძალიან დიდი ხანია, იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი ისევ დააბრუნოს საპყრობილეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები იღებენ.
„არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო არ არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები საჭიროებებიდან გამომდინარე. ხან ასე იქნება, ხან ისე, ვნახოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.