ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამერიკაში ვიზიტისას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ – მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტი რაზე ისაუბრებს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტი. ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილიც ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე“, – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს