ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე – პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს – ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო

პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს – ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებმა გუნდს რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება მისცა.
„როგორც ითქვა, კონსულტაციები იყო და ამ კონსულტაციებმა გუნდს მისცა იმ რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება. პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო“, – აღნიშნა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 60 პროცენტამდეა ასული პარტიის რეიტინგი.
„დღეს გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, 60 პროცენტამდეა ასული ჩვენი რეიტინგი, მას შემდეგ, რაც მივიღეთ სტატუსი, ჩვენი ამოცანაა შენარჩუნება და კიდევ უფრო გამყარება ამ შედეგის, რაც დღეს გვაქვს“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი