ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა „ნაცმოძრაობის“ გარე პარტნიორებისთვის და პატრონებისთვის. ამიტომ არიან შეშფოთებულები

ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა „ნაცმოძრაობის“ გარე პარტნიორებისთვის და პატრონებისთვის. ამიტომ არიან შეშფოთებულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს „სისხლიანი რეჟიმი“ წარსულს ჩააბარა და საქართველოში დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა.
„ივანიშვილს ამ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უზარმაზარი ქველმოქმედება, რაც რა თქმა უნდა, მის განსაკუთრებულ ავტორიტეტს განაპირობებს. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა „ნაცმოძრაობის“ გარე პარტნიორებისთვის და პატრონებისთვის. ამიტომ არიან შეშფოთებულები ამ ყველაფრით. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს პირდაპირი გაგებით „სისხლიანი რეჟიმი“ ჩააბარა წარსულს და საქართველოში დაამკვიდრა დემოკრატიული მმართველობა ავტორიტარიზმის ნაცვლად. ამ უსამართლო განცხადებებს და რეზოლუციებს საკადრისი პასუხი გაეცა. ძალიან დიდი ხანია, ასეთი განცხადებები და რეზოლუციები აღარ მიიღება ამ ადამიანების მხრიდან. სიმართლით გავეცით პასუხი იმ უსამართლობას, რაც მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციებში იყო ასახული. ყველგან არის საჭირო ღირსეული მიდგომა და პასუხი. სადაც ახსენებ ღირსებას, იქ მიიღებ ღირსეულ პასუხს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის პასუხი“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი