ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტის ლეგიტიმაცია აღიარა – გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს!

გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტისა და არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა – გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს! – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილებას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს პოლიტიკური პარტიები პატრონების კარნახმა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც პარტიებისთვის სამწუხაროა, მაგრამ ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის ძალიან კარგია“.
“აბსურდში არიან – თუ პარლამენტის წევრები გახდნენ, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური! აბა რისი წევრები გახდნენ?!
ყველაფერი ევროპულ ბიუროკრატიასა და „დიფ სთეითში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს – ხან ასეთ ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარია ის არის, რომ ამით ოპოზიციის სასარგებლოდ ვითარებას ვერანაირად ვერ ცვლიან“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება რამდენად განაპირობებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში მისია აკრძალვა არ მოითხოვოს, კობახიძემ განაცხადა, რომ მოვლენებს არ გაუსწრებს და სარჩელის გამოქვეყნებამდე ვერაფერს იტყვის.
„მას შემდეგ, რაც სარჩელი გამოქვეყნდება, დაზუსტებით გაიგებთ, რომელი პარტიები შევლენ სარჩელში“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ