ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე – ერთი წელი იწვალეს და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის აღიარება

1 წელი იწვალეს და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის აღიარება და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მიუხედავად მათი პარლამენტში შესვლისა, ოპოზიციის საერთო სულისკვეთება არ იცვლება.
„ისინიც, რეალურად რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არიან, 1 წელი იწვალეს და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის აღიარება და შევიდნენ პარლამენტში. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საერთო სულისკვეთებას არ ცვლის. რეალურად, ისინი რადიკალური ოპოზიციის განუყოფელი ნაწილი არიან, შესაბამისად რთული იქნება ამ პირობებში თანამშრომლობა. მათ გაუჭირდებათ რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსვლა გამომდინარე იქიდან, რომ მათ უცხოელი პატრონი ჰყავთ, რომელიც ერთადერთ რამეს ავალებს, რომ ქვეყანაში რადიკალიზმის კერები შეინარჩუნონ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო