ირაკლი კობახიძე: ბახმაროს რაც შეეხება – მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კურორტ ბახმაროში ორბი ჯგუფის მიერ დაგეგმილ მშენებლობას გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ წარმოდგენილი პროექტი გენერალურ გეგმას შეესაბამება.
“ბახმაროს რაც შეეხება – მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა. თუ ამ პროექტთან დაკავშირებით სხვა ობიექტური კითხვები არსებობს, მთავრობის წევრებთან ერთად განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და შეგვიძლია, ამის საფუძველზე, მოგვიანებით დეტალური ინფორმაცია გაგიზიაროთ. დღევანდელი მოცემულობა ისაა, რომ წარმოდგენილი პროექტი ფართო ჩართულობით მომზადებულ გენგეგმას შეესაბამება. დანარჩენზე ვიმსჯელებთ და ვნახავთ, რა შეიძლება, გაკეთდეს”. – თქვა კობახიძემ პარლამენტში, სადაც ის ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
3 თებერვალს ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ორბი ჯგუფი ბახმაროში მშენებლობას იწყებს და პროექტის ფოტოები გაავრცელა.
“ბახმაროს ახალი სიცოცხლე. მომავლის ბახმარო”. – დაწერა მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ