ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ანაკლიის პორტის პროექტში 2 პრეტენდენტია, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა“ - ირაკლი კობახიძე

„ანაკლიის პორტის პროექტში 2 პრეტენდენტია, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა“ - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად არსებული ორი პრეტენდენტი კომპანიიდან, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს, ის გაიმარჯვებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა.
„რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს. პროცედურები წარიმართება, 2 პრეტენდენტია ამჯერად, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს. ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.