ირაკლი კობახიძე – ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით – ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? – ფაშიზმია ეს ყველაფერი

ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით. ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? – ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, როგორ აფასებს მოწოდებებს ბავშვების მიმართ, რომ პროტესტში ჩაერთონ, პრემიერი ამბობს, რომ ეს ფაშიზმია და მეტი არაფერი.
„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ეს არის ფაშიზმი. მეტი არაფერი. სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას ამას. თან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივა, სალომე ზურაბიშვილი ჩართეს ამ ფაშისტურ ინიციატივაში და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით იყო ჩართული შესაბამის პროპაგანდაში. ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით. ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი, სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა