ირაკლი კობახიძე – როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია

როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია – თუმცა სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს ამ ამორალურობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს“.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი.
„ესენი არიან ამორალური ადამიანები. როცა ბავშვს რთავ პოლიტიკაში, ის მიგყავს ძალადობრივ მიტინგზე, წინასწარ ხომ იციან, რომ მიტინგები ძალადობრივად იგეგმება? როცა გინდა, რომ ბავშვი მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ ამორალურია, თუმცა როგორც გაირკვა ამ ქალბატონს [სალომე ზურაბიშვილს] ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს ამ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ფორმალურად, მაგრამ მას ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი