ირაკლი -ში საქართველოს ელჩი არ დაუბარებიათ, ეს იყო ტყუილი – მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტთანაც, რაც შეეხება კომუნიკაციას, დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად

აშშ-ში საქართველოს ელჩი [სახელმწიფო დეპარტამენტში] არ დაუბარებიათ, ეს იყო ტყუილი, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი
„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამარ ტალიაშვილი -ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო”.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ში საქართველოს ელჩს თამარ ტალიაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ეს არ ყოფილა „დიპლომატიური პროცედურა, დიპლომატიური ზომა“.
„მე გეუბნებით, რომ არ დაუბარებიათ. მე მქონდა საუბარი ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა, ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. თქვენ იცით, რომ დაბარება სპეციალური დიპლომატიური პროცედურაა, დიპლომატიური ზომა. ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტთანაც, დეპარტამენტის წარმომადგენელთან. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია, არასწორია, დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად.
ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ყველაფერთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ელჩი ძალიან აქტიურად მუშაობს. გულწრფელად ვესაუბრებით ხოლმე ერთმანეთს, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს. ყოველთვის არის ძალიან გულწრფელი საუბრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”