ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე ტალიაშვილის სახდეპში დაბარებას უარყოფს

კობახიძე ტალიაშვილის სახდეპში დაბარებას უარყოფს

"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.
მისი თქმით, ტალიაშვილს ჰქონდა შეხვედრა მათ შორის სახდეპის წარმომადგენელთან, თუმცა კომუნიკაციის შინაარსი დახურული ინფორმაციაა.
"ეს არის ტყუილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ. ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ მქონდა საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას არაერთის შეხვედრა ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა. ის არ დაუბარებიათ. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია. დახურული საუბარი დახურულ საუბრად უნდა დარჩეს",- ამბობს კობახიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.