ირაკლი კირცხალია: „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ თუ დისკუსიების გამართვას აპირებს, ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია

ზოგადად „კამიტის“ თემა ღიმილის მომგვრელია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის. „კამიტით“ მოწამვლაზე წლების შემდეგ ლაპარაკობენ „კამიტით“ „მოწამლულები“. ეს უკვე ტრაგიკომედიაა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეხვედრებს მართავს და შესაძლოა საუბარი შეეხოს ე.წ. კამიტის საქმესაც.
„ამ თემაზე ტრაგიზმი იყო, რომ ჯერ „ბიბისის“ ტელევიზიას, რომელიც ცნობილი იყო თავისი მაღალი სტანდარტებით, დაკვეთით გააკეთებინებს სრულიად აბსურდული რეპორტაჟი, შემდეგ ვნახეთ რაღაც ასობით გვერდიანი დასკვნა, რომელიც აქ თურმე სამ დღეში დაიწერა და ამ უაზრო დასკვნის დამწერი ქალბატონის ფორმალური ჩამოსვლა. როდესაც „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ დისკუსიების გამართვას აპირებს, (თუ, ამაზე სერიოზულად იყო საუბარი) ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია“, – განაცხადა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე