„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია აცხადებს, როცა მიხეილ ყაველაშვილი გადაწყვეტს, მაშინ გამოსცემს შეწყალების აქტს.ასე უპასუხა მან კითხვას, რატომ არ შეიწყალა სააღდგომოდ მიხეილ ყაველაშვილმა პატიმრები. მაგალითისთვის, შარშან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.ირაკლი კირცხალიას თქმით, შეწყალებისთვის, აღდგომის გარდა, სხვა დღესასწაულებიც არსებობს.„ყოველთვის მზად ვართ და მოწადინებული ვარ, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს. ამიტომ ნუ დავკონკრეტდებით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია და პრეროგატივა. არის სხვა დღესასწაულებიც და დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება და როცა გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია, ეს აქტი შედგება. თარიღებზე ნუ დავკონკრეტდებით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.ნეტგაზეთი ცდილობს მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციასთან გაარკვიოს, თუ რატომ არ გამოსცა მან წელს სააღდგომოდ შეწყალების აქტი.



