ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 11.6%-მდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო იმავე დონეზე 9.1%-ზე შენარჩუნდა. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 0.1 პპ-ით, 7.1%-მდე გაიზარდა.
„მაისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 45.6%-მდე შემცირდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით 65.3%-მდე შემცირდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 0.3 პპ-ით, 28.2%-მდე შემცირდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.