ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვადაგადაცილებული სესხები 511.3 მლნ ლარი გახდა

მაისში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 12.4 მლნ ლარით შემცირდა და 511.3 მლნ ლარს გაუტოლდა.
ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების 43.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
„მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 19.0%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპის მატება როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, მაისში, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპი 21.1%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 11.7 პპ-იანი წვლილი შეადგინა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) წლიურად 16.4%-ით, 25.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.3 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების აჩქარება ბიზნესის სესხების ზრდას უკავშირდება. ბიზნესის სესხების წვლილი დაკრედიტების ზრდაში 11.5 პპ-ია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პპ-ზე შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
გარდა ამისა, მაისში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პპ-ით გაიზარდა და 13.0% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 14.7%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 8.9%-მდე გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.