“იოსებ სტალინმა საჩუქრად გადასცა ეს მიწები უკრაინას – როგორც ჩანს, თავშიც არ მოსვლია, რომ შეიძლებოდა დღევანდელი სიტუაცია შექმნილიყო” – პუტინი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა ადრე თუ გვი­ან და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებს და­კარ­გავს, რად­გან მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი მხო­ლოდ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია იყო.

“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ადრე თუ გვი­ან უკ­რა­ი­ნა და­კარ­გავს ამ და­სავ­ლურ მი­წებს – რაც პო­ლო­ნეთს ეკუთ­ვნო­და, რაც უნ­გრეთს, რაც რუ­მი­ნეთს ეკუთ­ვნო­და – ადრე თუ გვი­ან, არა ხვალ, შე­იძ­ლე­ბა ზეგ, ერთი, ორი, 10, 15 წელი, მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე დად­გე­ბა. უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხო­ლოდ ერთი გა­რან­ტი არ­სე­ბობ­და – რუ­სე­თი“, – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, რუ­სე­თის სა­ზღვაო ფლო­ტის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

  • მისი მტკი­ცე­ბით, უკ­რა­ი­ნას და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გე­ნე­რა­ლურ­მა მდივ­ნის, იო­სებ სტა­ლი­ნის სა­ჩუ­ქა­რია.

“ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, არ­სე­ბობს და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია – იო­სებ სტა­ლი­ნის სა­ჩუ­ქა­რი ომის შემ­დეგ. სტა­ლინ­მა ეს მი­წე­ბი უკ­რა­ი­ნას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა, მაგ­რამ აჩუ­ქა – ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ფარ­გლებ­ში. რო­გორც ჩანს, თავ­შიც არას­დროს მოს­ვლია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია შექ­მნი­ლი­ყო“, – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

ამას­თან, პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო წეს­რი­გი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ გა­ე­როს წეს­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ეს წეს­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა – საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა, აშშ-მა და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა შექ­მნეს.

„გა­ე­როს წეს­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ფუძ­ვე­ლია; გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი დამ­ყარ­და. შემ­დეგ, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა, გა­ე­როს ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერ­თმა შემ­ქმნელ­მა (სსრკ) არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა. ცივი ომის ე.წ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა – არა მხო­ლოდ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, არა­მედ მთელ­მა კო­ლექ­ტი­ურ­მა და­სავ­ლეთ­მა – მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­წყვი­ტეს, რომ რა­ღაც უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. რა­ტომ უნდა სარ­გებ­ლობ­დეს რუ­სე­თი, რო­მე­ლიც აღარ არის საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, იგი­ვე შე­ღა­ვა­თე­ბით, რი­თაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა? და ასე და­ი­წყეს მათ მმარ­თვე­ლო­ბა“, – აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

ამ კონ­ტექ­სტში მან გა­იხ­სე­ნა იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი და გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გა­ე­როს წეს­დე­ბას არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

„მათ უბ­რა­ლოდ ჯინი ბოთ­ლი­დან გა­მო­უშ­ვეს. უფრო მე­ტიც, ისი­ნი ჩვენ, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვს, დაგვპირ­დნენ, რომ ნატო-ს არ გა­ა­ფარ­თო­ებ­დნენ, მაგ­რამ ამის ნაც­ვლად, ერთ გა­ფარ­თო­ე­ბას მე­ო­რე მოჰ­ყვე­ბო­და. მათ არ აინ­ტე­რე­სებ­დათ ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი, ყვე­ლა მათი და­პი­რე­ბა და რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. ისი­ნი გა­ნაგ­რძობ­დნენ ზე­წო­ლას, ზე­წო­ლას და სა­ბო­ლო­ოდ უკ­რა­ი­ნამ­დე მი­ვიდ­ნენ“, – აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

ამას­თან, მისი მტკი­ცე­ბით, ეჭვი არ ეპა­რე­ბა, რომ რუ­სე­თი გა­ი­მარ­ჯვებს. „ასე იქ­ნე­ბა, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა. ერთი წა­მი­თაც არ მე­პა­რე­ბა ეჭვი“, – აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.