იოსებ სიგუა ყოფილი მეუღლის ბრალდებებს „აბსურდს“ უწოდებს

რა უნდა გითხრათ, ამდენი აბსურდი… ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით, – ასე უპასუხა “ინტერპრესნიუსს” პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.

მცირე კომენტარი იოსებ სიგუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდგომ გააკეთა და კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველაფერი აბსურდია.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდა როგორც იოსებ სიგუა, ისე მისი ყოფილი მეუღლე.

საქმეს მოსამართლე ლელა გოგიშვილი იხილავდა, რომელმაც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება