არქივი13 აპრილი, 2024, 23:37
იორდანიის ავიაგამანადგურებლებმა ისრაელისკენ გაშვებული ათეულობით ირანული დრონი ჩამოაგდეს
გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, იორდანიის ავიაგამანადგურებლებმა საკუთარ საჰაერო სივრცეში ისრაელისკენ გაშვებული ათეულობით ირანული დრონი ჩამოაგდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ორი რეგიონული უსაფრთხოების წყარო ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაგამანადგურებლებმა დრონები იორდანიის ხეობის თავზე ჩამოაგდეს, რომლებიც იერუსალიმის მიმართულებით მიფრინავდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.